თარიღი: 2026 წლის 28 მაისი
მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური თარგმანის შესაძლებლობით
2026 წლის 28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, აშშ) პარტნიორობით, გაიმართება NextGen Business Forum.
ფორუმის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების მომავლის განმსაზღვრელი ახალი ტენდენციების განხილვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ბიზნესგანათლების, სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის, ფინანსების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო სპიკერები, მათ შორის საქართველოს მთავრობის, წამყვანი ფინანსური და ბიზნესინსტიტუციების, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სანგუს, NKU-სა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.
| დრო | სესია |
|---|---|
| 10:00 - 10:15 | გახსნა და მისასალმებელი სიტყვები |
| 10:15 - 11:15 | განათლების მომავალი |
| 11:15 - 12:15 | სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა |
| 12:15 - 13:00 | ყავის შესვენება |
| 13:00 - 14:00 | ლოგისტიკა, ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი |
| 14:00 - 15:00 | ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა |
| 15:00 - 15:15 | დახურვის სესია |
| 15:15 - 16:00 | Networking |
დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ, შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge