მენიუ

ინტელექტუალური კონკურსი - „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“

13 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია.

2026 წლის 13 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტების განვითარების ხელშეწყობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, დეკანოზი თომა ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პრეზიდენტი კოტე სვანაძე, ასევე „დავითიანნის“ პარტნიორი სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში „დავითიანნის“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი - „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“, რომელშიც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

  • I ადგილი - თბილისის N90 საჯარო სკოლა
  • II ადგილი - თბილისის N45 საჯარო სკოლა
  • III ადგილი - თბილისის N89, N115 და N59 საჯარო სკოლები

გამარჯვებული გუნდების წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცა სომხეთის საგზური, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები მოინახულებენ ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ქართულ კულტურულ ძეგლებს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო „დავითიანნის“ TechLab-ის ინოვაციური პლატფორმა.

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა