ცხადდება რეგისტრაცია და საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური)
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- მუსიკა
შეგახსენებთ, #SANGU-ს არაჩვეულებრივ შეთავაზებას:
- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ადგილების გარდა, SANGU სწავლის წლიური საფასურის 2250 ლარის 40%–ს დაუფინანსებს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მოხვედრილ ყველა მსმენელს!
რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, გარდა კვირა დღისა (ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00 სთ., შაბათი 10:00-15:00 სთ.) უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
გასაუბრებები დაიწყება 11 სექტემბრიდან და ჩატარდება საგნობრივი მიმართულებების მიხედვით. თითოეულ კანდიდატს გასაუბრების თარიღი და დრო ეცნობება ინდივიდუალურად საბუთების წარმოდგენის/რეგისტრაციის დროს.
გამოცდა/გასაუბრების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 20 სექტემბერს.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
- ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
- ცნობა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2023 წელს, შეუძლიათ ცნობის მაგივრად წარმოადგინონ საგამოცდო ბარათი);
- სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).
საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 31 55 94
რეგისტრაციასთან (საბუთების მიღებასთან) დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599 90 11 22 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers2023@sangu.edu.ge