ქართული ფილოლოგიის მაგისტრანტები სწავლას ნეაპოლის ორენტალეს უნივერსიტეტში გააგრძელებენ
ართული ფილოლოგიის პროგრამის ორი სტუდენტი, სალომე შენგელია და ლუდმილა გელაძე, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრნენ.
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა. ქართული ფილოლოგიის პროგრამის ორი სტუდენტი, სალომე შენგელია და ლუდმილა გელაძე, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრნენ. ეს პრეცედენტი ნათლად ადასტურებს, რომ საერთაშორისო აკადემიური გაცვლითი პროგრამები უკვე ხელმისაწვდომი რეალობაა ჩვენი სტუდენტებისთვის.

მაგისტრანტები ერთ სემესტრს სრულად გაივლიან ნეაპოლის ორენტალეს უნივერსიტეტში (Università degli Studi di Napoli "L'Orientale"), სადაც ისინი პროგრამასთან თავსებად კურსებს გაივლიან და სწავლის დასრულების შემდეგ მათი კრედიტების აღიარება მოხდება. მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტები სამაგისტრო საფეხურს მშობლიურ უნივერსიტეტში დაასრულებენ.
საერთაშორისო აკადემიური მობილობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ განსხვავებულ საგანმანათლებლო გარემოს, მიიღონ ახალი აკადემიური გამოცდილება და გააფართოონ საკუთარი პროფესიული და ინტელექტუალური ხედვა. უცხოურ უნივერსიტეტში სწავლა ხელს უწყობს დამოუკიდებელი მუშაობის, ინტერკულტურული კომუნიკაციისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის უნარების განვითარებას.
აღნიშნული მობილობა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტუდენტებისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სწავლის შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. ამასთანავე, იგი ქმნის საფუძველს პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობისთვის.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სემესტრს იტალიაში!
მსგავსი სიახლეები
SANGU-ს პროფესორების სამუშაო ვიზიტი Università Mercatorum-ში
Erasmus+ Staff Training Mobility-ის ფარგლებში SANGU-ს სამი პროფესორი, სამართლის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებიდან, ერთკვირიანი...
Universitas Mercatorum-ის პროფესორის ვიზიტი Erasmus+-ის ფარგლებში
2026 წლის 5-10 ოქტომბერს უნივერსიტეტმა Erasmus+ მობილობის ფარგლებში Universitas Mercatorum-ის პროფესორს მარია მენშიკოვას უმასპინძლა
