მენიუ

მემორანდუმი შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის კურსამთავრებულებისთვის

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულები, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, სტაჟირების გავლას დასაქმების მიზნით კომპანია „Safety Line +“-ში შეძლებენ

21 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და კომპანია „Safety Line +“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. "Safety Line +" ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ექსპერტებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის სექტორში საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი კომპანიაა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და კომპანია „Safety Line +“-ის დირექტორმა, ბატონმა ლუკა რუხაძემ.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულები, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, სტაჟირების გავლას დასაქმების მიზნით კომპანია „Safety Line +“-ში შეძლებენ.

თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების და მათი პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული მემორანდუმი SANGU-ს სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკით გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობაა.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა