მთარგმნელობისა და თარჯიმნობის მიმართულებით პროფესიული განვითარებით დაინტერესებულ პირებს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს თარგმნის სფეროში პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის გაძლიერებას.
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 2011 წლიდან წარმატებით მოქმედებს ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით და გამოირჩევა სინქრონული თარგმნისთვის განკუთვნილი თანამედროვე აუდიტორიითა და მრავალფეროვანი სასწავლო მოდულებით.
• თარგმანის თეორია
• წერილობითი და ზეპირი თარგმანი
• სინქრონული თარგმანი
• ქართულ ენაში პრაქტიკული სტილისტიკა
• მეორე უცხო ენა
• დარგობრივი თარგმანები
• არჩევითი კურსები: კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ II, III და IV სემესტრიან მოდულებს. ერთი სემესტრის ხანგრძლივობაა 16 კვირა; კვირაში - 15 სთ.
სემესტრის ღირებულება: 1400 ლარი
მოქმედ მთარგმნელ-თარჯიმნებს და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, ასევე ვთავაზობთ I სემესტრიან მოდულს ორი ან სამი არჩევითი საგნით (გამოცდის გარეშე)
სემესტრის ღირებულება: 700 ლარი
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 12 ივნისი
გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ელ. ფოსტაზე hisit@sangu.edu.ge:
შერჩევა მოიცავს წერით ტესტებს ქართულ და უცხო ენაში და ზეპირ გასაუბრებას. C1 დონის მქონე აპლიკანტები თავისუფლდებიან წერითი ტესტისგან.
13 ივნისი, 12:00 | აუდიტორია N04
20 ივნისი, შაბათი | 12:00 - წერითი გამოცდა (ინგლისური ენა)
21 ივნისი, კვირა | 12:00 - წერითი ტესტი (ქართული ენა)
21 ივნისი, კვირა | 14:00 - ზეპირი გასაუბრება (ინგლისური ენა)
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: sangu.edu.ge/content/hisit
სარეგისტრაციო მონაცემების გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, განათლების შესახებ ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობა, C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტელეფონის ნომერი და მეილი დამუშავდეს უნივერსიტეტის მიერ მთარგმნელ-თარჯიმანთა კურსზე რეგისტრაციის, კომუნიკაციის და ჩარიცხვის მიზნებისთვის.
იმ აპლიკანტების მონაცემებს, რომლებიც არ ჩაირიცხებიან კურსზე, უნივერსიტეტი გაანადგურებს/წაშლის ჩარიცხვის ვადის ამოწურვიდან ერთი თვის შემდეგ.
თქვენს მონაცემებს არ გადავცემთ მესამე პირებს. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების დაბლოკვა, გადატანა, გასაჩივრება, შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, მოთხოვნიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, წაშალოს ანდა გაანადგუროს ისინი.