მენიუ

საერთაშორისო კონფერენცია: „I HAVE A VOICE“ - „მეც შემიძლია კომუნიკაცია“

10 ივნისს სანგუ აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
I HAVE A VOICE Conference

საერთაშორისო კონფერენცია - „I HAVE A VOICE“ - „მეც შემიძლია კომუნიკაცია“

2026 წლის 10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ) უმასპინძლებს აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის (ააკ) საერთაშორისო კონფერენციას - „I HAVE A VOICE“ - „მეც შემიძლია კომუნიკაცია“.

კონფერენცია ეძღვნება აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციისა და დამხმარე ტექნოლოგიების საკითხებს და იმართება პროექტის - „I HAVE A VOICE – Building Academic Foundations for Augmentative and Alternative Communication in Georgia“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Czech Challenge Fund 2025-ის ფარგლებში და ფინანსდება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან ორგანიზაცია „ქონსორთ ჯორჯია“ და პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში (Palacký University Olomouc).

კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან პალაცკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) ასოცირებული პროფესორი ჯარომირ მაშტალირჟი (Jaromír Maštalíř, Ph.D.) და აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის სპეციალისტები ჟანა შაროუნოვა (Jana Šarounová) და ლენკა რჟიჰოვა (Lenka Říhová).

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება კომუნიკაციის მნიშვნელობა და ააკ-ის როლი, ძირითადი ლექსიკონის (Core Vocabulary) გამოყენება, ფუნქციური კომუნიკაციის განვითარება, პრაქტიკული გამოცდილებები და საერთაშორისო მიდგომები.

ფორმატი: ჰიბრიდული (დასწრებით და ონლაინ ტრანსლაცია)
თარიღი: 10 ივნისი, 2026
დრო: 15:00 - 17:00
ადგილი: წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი

უზრუნველყოფილი იქნება ქართულენოვანი თარგმანი.

კონფერენცია განკუთვნილია შშმ პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, სპეციალური მასწავლებლებისთვის, ენისა და მეტყველების თერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა პროფესიონალისთვის, ვინც დაინტერესებულია კომუნიკაციის მხარდაჭერითა და ინკლუზიური განათლებით.

რეგისტრაცია სავალდებულოა:
https://forms.gle/AW5hiUbx682tBD2y7

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ივნისი

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა