2025 წლის 7 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია: "დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ."
მომხსენებელი: მარიამ გელაშვილი — თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტი, „ქონსორთ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
მსმენელები ადგილზე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ დამხმარე კომუნიკაციისა და კომპიუტერულ სისტემებთან წვდომის თანამედროვე ტექნოლოგიებს. დამხმარე ტექნოლოგიები მსოფლიოში აღიარებულია, როგორც შშმ პირების შესაძლებლობების გაზრდის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება შშმ პირებს, რომელთაც უჭირთ კომუნიკაცია, ხელმისაწვდომობა კომპიუტერულ სისტემებზე და გარემოს კონტროლზე.
შეხვედრა განკუთვნილია სპეციალური მასწავლებლებისთვის, საგნის მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მეტყველების თერაპევტებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.