24 მარტს, 13:00 საათზე წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება.
ღონისძიება ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი ფსიქიატრის, ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის, ვიქტორ ფრანკლის დაბადების თვეს და ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის დაარსების 100 წლის იუბილეს.
ფილმის რეჟისორია ალექსანდრ ვესელი, ვიქტორ ფრანკლის შვილიშვილი. დოკუმენტური ფილმი ქართულად გახმოვანებულია ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.
კინოჩვენება ხორციელდება კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) და ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.
კინოჩვენებამდე გაიმართება მოკლე შესავალი ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.
ფილმის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი.
ღონისძიება ღიაა ყველა მსურველისთვის.