გამოცხადდა რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 2026-2027 აკადემიური წლისთვის.
სასტიპენდიო პროგრამის პირობებისა და განაცხადის წარდგენის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro/
განაცხადების მიღება წარმოებს ონლაინ რეჟიმში 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. საკონკურსო შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 15 ივლისს.
ასევე, ქალაქ ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ინფორმაცია 2026-2027 სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური ინიციატივების შესახებ.
ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://short-url.org/1puaO
უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დაინტერესებულ კანდიდატებს უნივერსიტეტის ჩართულობით ვებინარების ორგანიზებაში, საგანმანათლებლო გამოფენებსა და ფორუმებში მონაწილეობაში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაში.
ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი არის იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის, სადაც შესაძლებელია აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა.