საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში გაიმართება სტუდენტებისთვის განკუთვნილი ბანაკი, რომლის მთავარი თემა იქნება ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები და ანტერპრენერული უნარების განვითარება.
ბანაკი განკუთვნილია საქართველოს მასშტაბით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1-4 კურსის სტუდენტებისთვის, შემდეგი მიმართულებებით:
- კომპიუტერული მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული პროგრამები
- ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფინანსები და მსგავსი დარგები
ასევე, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს შესაბამისი მიმართულებით.
ბანაკში მონაწილე 50 სტუდენტი გაეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, გაივლის ტრენინგებსა და ვორქშოპებს პროგრამირებაში, ხელოვნურ ინტელექტში და სხვა მაღალი მოთხოვნის მქონე სფეროებში. ბანაკი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და გააძლიერებს მათ ანტერპრენერულ უნარებს.
ბანაკის ჩატარების ადგილი: ბაკურიანი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივლისი
რეგისტრაციის ბმული:
https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO