ცხადდება სტაჟირება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟირებას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 2026 წლის 23 მაისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careeroffice@sangu.edu.ge
კანდიდატის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
შერჩეულ კანდიდატებთან, რეზიუმეების განხილვის შემდგომ, ჩატარდება გასაუბრება. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 30 მაისისა.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია (კომპეტენციის ფარგლებში);
- უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა პირადი საქმეების აღრიცხვა საარქივოდ მოწესრიგება;
- საჭიროების შემთხვევაში წერილებისა და ბრძანების წესისამებრ აღრიცხვა-გაფორმება;
- ცნობების მომზადება, დარეგისტრირება;
- ხელშეკრულებების პ/საქმეებში განთავსება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- ხელმძღვანელის დახმარება საორგანიზაციო და სხვა საკითხებში (სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე);
კონკურსანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრი, მაგისტრი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
კონკურსანტი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
- კარგ კომუნიკაციის უნარს;
- სიტუაციებთან ადაპტაციის უნარს;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარს;
- გუნდურად მუშაობის უნარს.
კონკურსანტი უნდა იყოს:
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- კონკურსანტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონკურსანტს უნდა შეეძლოს გამართული წერა;
- აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.