ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის ფარგლებში (კონკურსი №001/2026).
პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს 880-ზე მეტ სრულ სტიპენდიას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, მათ შორის 539 სამაგისტრო და 350 სადოქტორო სტიპენდიას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ ბრაზილიის 62 უნივერსიტეტში.
სტიპენდიები გაიცემა პროგრამის სრული სტანდარტული ხანგრძლივობის განმავლობაში და მოცულობით შეესაბამება ბრაზილიელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ დაფინანსებას. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარდგენა უფასოა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არაბრაზილიელ მოქალაქეებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.
პროგრამის მეხუთე გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შემდეგ მიმართულებებს:
განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით
განაცხადის წარდგენა: https://mob.gcub.org.br/
დამატებითი ინფორმაციისთვის: gcub.mob@gcub.org.br
დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ვურჩევთ გაეცნონ პროგრამის პირობებს და ისარგებლონ საერთაშორისო აკადემიური განვითარების ამ შესაძლებლობით.