საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.
2021 წლის 28 ივნისს (ორშაბათი), 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. ქვეყანაში არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინტერნეტ პლათფორმა „Google Meet“-ის მეშვეობით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციის განრიგი
მისალმება:
- 12:00 - 12:05 სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
- 12:05 - 12:10 ლევან ჯიქია, ქართული უნივერსიტეტი, პროფესორი
კონფერენციის სამუშაო რეგლამენტი
მოხსენებები - 15 წუთი
კითხვა-პასუხი - 5 წუთი
მომხსენებლები
- 12:10-12:30 - პროფესორი შუ უჩიდა (სპეციალური სტუმარი - ვასედას უნივერსიტეტი, იაპონია) - საჯარო ხელმძღვანელობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - საქართველოში პოლიტიკური ცვალებადობის ანალიზი
- 12:30-12:50 - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ჰაკობ ჰაკობიანი (სპეციალური სტუმარი - სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მატენადარანის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი) - ქართულ-სომხური ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა XVII-XIX საუკუნეებში და მისი პერსპექტივები
- 12:50-13:10 - პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - ზაქარია ჭიჭინაძე ქართველთა დეცანიონალიზაციაზე (XVI-XIX სს.)
- 13:10-13:30 - პროფესორი მანანა ტაბიძე - სახელმწიფო და საზოგადოება სახელმწიფო ენის სამსახურში
- 13:30-13:50 - პროფესორი ლევან ჯიქია - COVID-19 და სასწავლო პროცესი საქართველოში
- 13:50-14:10 - პროფესორი ვალერი მოდებაძე - მედიაციის როლი კონფლიქტის დარეგულირების პროცესში
- 14:10-14:30 - პროფესორი გელა ქისტაური - ხალხური ქრისტიანული საკრალური ჯვრის ეთნო- რელიგიური შინაარსი
- 14:30-14:50 - ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა - დუზჯეს ილში (თურქეთი) მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა აჭარული მეტყველების ძირითადი თავისებურებანი
- 14:50-15:10 - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი - იაპონიისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობები 1918-1923 წლებში
- 15:10 დასასრული
კონფერენციაზე დასასწრები ბმული