წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ახალგაზრდა მკვლევრის ხელშეწყობის 2025 წლის საგრანტო კონკურსს
მულტიდისციპლინური საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტის სამივე საფეხურის პროგრამების ფარგლებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, შესაბამისი აქტივობების სტიმულირება და სტუდენტების აკადემიური და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
კვლევითი კონკურსის პირობები და ვადები.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- განცხადება კონკურში მონაწილეობის თაობაზე (ფორმა 1);
- საპროექტო წინადადება (ფორმა 2);
- პროექტის განხორციელების გეგმა (ფორმა 3) ;
- პროექტის ბიუჯეტი (ფორმა 4).
- სტუდენტის (სტუდენტთა ჯგუფის) სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის წერილ(ებ)ი და პროფესიული ბიოგრაფია (ფორმა 5);