მენიუ

ახლად გამოცემული მონოგრაფიის წარდგენა

19 ნოემბერს, 14:00 საათზე დოქტორ მიხეილ ლაბაძის გამოცემული მონოგრაფიის „ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში“ წარდგენა.

ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში

ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფილოლოგიის დოქტორ მიხეილ ლაბაძის ახლად გამოცემული მონოგრაფიის წარდგენა: „ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში (საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით)“.

მონოგრაფია ეხება თანამედროვე ენათმეცნიერებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რომელიც ენისა და დიალექტის გამიჯვნის პრობლემას უკავშირდება. ნაშრომში გაანალიზებულია ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ენობრივი ერთეულის სტატუსის განსაზღვრისას და ის საკითხი, თუ რა შემთხვევებში განიხილება კონკრეტული ენობრივი ფორმა როგორც ენა ან როგორც დიალექტი. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო გამოცდილებას და ეთნოკულტურულ ფაქტორს, რომელიც დღემდე ფართოდ გამოყენებულ კრიტერიუმად რჩება.

ღონისძიება ორგანიზებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ.

დასწრება თავისუფალია.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა