17 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტმა დანიელ ოქროპირიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „მეხსიერების პოლიტიკა შუა საუკუნეების საქართველოში“.
ლექციის განმავლობაში მომხსენებელმა მსმენელებს გააცნო შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიული მეხსიერების ფორმირების პროცესები და ის მნიშვნელობა, რომელიც მეხსიერების პოლიტიკას ქვეყნის სახელმწიფოებრივ და სოციალურ განვითარებაში აქვს.
შეხვედრაზე ბატონმა დანიელმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია საკუთარ კვლევით გამოცდილებაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც აღნიშნული თემის კვლევის პროცესში წარმოიშვა.