მენიუ

ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით 18 დეკემბერს, 18:00 საათზე (ონლაინ ფორმატში) ჩატარდება ტრენინგი თემაზე „საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები“.
ტრენინგი საჯარო მოსამსახურის საქმიანობაზე

ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით 18 დეკემბერს, 18:00 საათზე (ონლაინ ფორმატში) ჩატარდება ტრენინგი თემაზე „საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები“.

ტრენინგს გაუძღვება გიორგი ჩიფჩიური, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი, იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მონაწილეები მიიღებენ ცოდნას საჯარო სექტორში მუშაობის სპეციფიკაზე, საჯარო მოსამსახურების როლზე, პასუხისმგებლობასა და სამართლებრივ ჩარჩოებზე, რაც დაეხმარებათ უკეთ გაიგონ სახელმწიფო სისტემის მუშაობის პრინციპები და ამ სფეროს პროფესიული შესაძლებლობები.

ტრენინგი განკუთვნილია XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლის, საჯარო მმართველობის ან ადმინისტრაციული სფეროთი.

შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმაზე. შეხვედრის ბმული გაეგზავნება დარეგისტრირებულ მონაწილეებს 18 დეკემბერს, ღონისძიების დაწყებამდე.

რეგისტრაცია

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
  • რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/5ZaURrqC2kVWJiPq8

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა