მენიუ

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია სანგუში

29 იანვარს, 13:00 საათზე, გაიმართება პროფესორ დევიდ ელერის (David Ellery) საჯარო ლექცია თემაზე „2026: გამოწვევები სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობისთვის“.

Professor David Ellery

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია სანგუში

29 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ დევიდ ელერის (David Ellery) საჯარო ლექცია თემაზე „2026: გამოწვევები სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობისთვის“.

პროფესორი დევიდ ელერი არის სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტი. მას 35-წლიანი გამოცდილება აქვს საგარეო და სახელმწიფო სამსახურში და უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა სტრატეგიული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

იგი არის დარემის უნივერსიტეტის პროფესორი და საპატიო წევრი, ვენის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული სტრატეგიული ლიდერობის კურსის დეკანი და ოქსფორდის უნივერსიტეტის „Changing Character of War“ პროგრამის უფროსი მკვლევარი. ასევე, თანამშრომლობს დარემის კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტთან, სადაც მისი საქმიანობა კონცენტრირებულია სტრატეგიასა და სტრატეგიულ ლიდერობაზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების და გამოყენების კონტექსტში.

ლექციის ფარგლებში პროფესორი ელერი ისაუბრებს 2026 წლის გლობალურ სტრატეგიულ გარემოზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობას, სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მდგრადობას, ასევე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენას სტრატეგიულ აზროვნებაზე.

სასაუბრო ენა: ინგლისური.
დასწრება თავისუფალია.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა