მენიუ

სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა იყო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და მისი სულიერი მისიის შთამაგონებელი. მისი ხედვა განათლების, სულიერებისა და ეროვნული ფასეულობების ერთიანობაზე დღემდე განსაზღვრავს სანგუს განვითარებას და თითოეული სტუდენტის, თანამშრომლისა და კურსდამთავრებულის გზას.

ქართული ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე მისი ღვაწლი განუზომელია.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს დანაკლისს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა