16 დეკემბერს, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინარტორმა ქეთევან ხურცილავამ სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის თემა - „არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები“ იყო და ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ქეთევან ხურცილავამ ტრენინგის მსვლელობის დროს საინტერესოდ მიმოიხილა შემდეგი საკითხები: შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა და სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი; არასრულწლოვანთა დასაქმების სფერო; სამუშაო დროის ხანგრძლივობა; შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვის დაცვა; დამსაქმებლის ვალდებულებები.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული სკოლების მოსწავლეებს ტრენინგის მსვლელობის დროს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ კაზუსების განხილვაში.
ტრენინგში მონაწილე სამოცდაათამდე მონაწილეს ელექტრონული სიგელები გადაეცა.