მენიუ

გამოვლინდა 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები

გამარჯვებულთა შორის არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლექტორის, ისტორიის დოქტორის, გელა ქისტაურის პროექტი: ,,ხადას ხეობა - უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“.

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გამოავლინა 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები.
გამარჯვებულთა შორის არის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლექტორის, ისტორიის დოქტორის გელა ქისტაურის პროექტი: ,,ხადას ხეობა - უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“.


პროექტში ჩართული სამეცნიერო პერსონალი:

  • პროექტის ხელმძღვანელი - ისტორიის დოქტორი გელა ქისტაური.
  • პროექტის კოორდინატორი - ისტორიის მაგისტრი და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოლოგიის კოლექციების თანამშრომელი მარიამ ხინთიბიძე (SANGU-ს კურსდამთავრებული).
  • პროექტის ძირითადი პერსონალი: ისტორიის მაგისტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის ლაბორანტი თამარ დიდებაშვილი (SANGU-ს კურსდამთავრებული). ოთარ ჟიჟიაშვილი - SANGU-ს ისტორიის დოქტორანტი. ისტორიის დოქტორი ირაკლი ფერაძე (SANGU-ს კურსდამთავრებული).


ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა