2023 წლის 22 მარტს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტები ასოცირებული პროფესორის მაია მანჩხაშვილის ხელმძღვანელობით მეორედ იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ პარლამენტი, გაცნობოდნენ საქართველოს პარლამენტის მუშაობის პრინციპს და დასწრებოდნენ ერთ-ერთ სხდომას.