17 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლინდა გოგალაძის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური თამაში "რა?სად?როდის?", რომელსაც, SANGU-ს სტუდენტები ლუკა ქარდავა და ელენე ხაჭაპურიძე უძღვებოდნენ.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა ხუთი ადამიანისგან შემდგარი ოთხი გუნდი, რომლებიც SANGU-ს სხვადასხვა სკოლას წარმოადგენდნენ.
პირველი ადგილი დაიკავა საბა კუკავას გუნდმა, მეორე გიორგი ჩანქსელიანის, მესამე ადგილზე კი დავით გერლიანის გუნდი გავიდა.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს SANGU-ს ბრენდირებული საჩუქრები მეორე და მესამე ადგილზე გასულს კი სერტიფიკატები გადაეცათ.