2023 წლის 15 დეკემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, ისტორიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ.
სასახლე, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს, XIX საუკუნეში, 1895 წელს, იმ დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის - აგრაფინა ჯაფარიძის გულის მოსაგებად კონსტანტინე ოლდენბურგის ინიციატივით აშენდა.
სტუდენტები პირველივე წუთიდან მოიხიბლნენ სასახლის არქიტექტურით. მათ საშუალება მიეცათ ეხილათ ისტორიული მნიშვნელობის შემდეგი საგამოფენო დარბაზები: ზამბახების დარბაზი სადაც წარმოდგენილია სასახლის მკვიდრთა, მათ შორის: გრაფ კონსტანტინე ოლდენბურგის, აგრაფინა ჯაფარიძის, ანდრია დადიანის პერიოდის ნივთები, ფერწერული ტილოები, იაკობ გოგებაშვილის უნიკალური ავეჯი და სხვა; ქართული კოსტუმის ისტორიის დარბაზი სადაც გამოფენილია საქართველოს მეფის, თამარის სამეფო კოსტიუმი, რომელიც ვარძიის ფრესკის მიხედვითაა აღდგენილი, თეკლე დედოფლის ოქრომკედით ნაქარგი მე-XVII საუკუნის უნიკალური მოსასხამი და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი; ლურჯი იადონების დარბაზი (მას ასევე რევაზ ლაღიძის სახელობის საგამოფენო დარბაზსაც უწოდებენ). დარბაზში წარმოდგენილია ქართული მუსიკის ისტორია, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია უნიკალური შავი როიალი, რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ცნობილი ნაწარმოებები.
სტუდენტები განსაკუთრებით მოიხიბლნენ გრაფ ოლდენბურგის ბიბლიოთეკითა და სიყვარულის კოშკთ ე.წ საიდუმლო ოთახით, სადაც ლეგენდის მიხედვით შეყვარებული წყვილი (გრაფი კონსტანტინე ოლდენბურგი და აგრაფინა ჯაფარიძე) ერთმანეთს ხვდებოდა.