მენიუ

საჯარო ლექციების სერია - „როგორ მუშაობს ევროკავშირი“

საუბარი წარმართა პროფესორმა რომან სტრასერმა

7-9 ოქტომბრის ჩათვლით წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში პროფესორმა რომან სტრასერმა წარმართა საჯარო ლექციების სერია თემაზე - „როგორ მუშაობს ევროკავშირი“?

მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირის შექმნისა და განვითარების, ევროპული ინსტიტუტებისა და ორგანოების ფუნქციონირების, ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკის და ევროპული კანონმდებლობის შემუშავების პროცესის შესახებ. მან ასევე დეტალურად ისაუბრა თუ რა როლი აქვს ევროკავშირს მოქალაქეების ცხოვრებაში, რა გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირი 2024 წლის ბოლოსთვის და როგორია საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავალი.

სამდღიანი საჯარო ლექციების სერიის - „როგორ მუშაობს ევროკავშირი“? დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროფესორ რომან სტრასერს კი, SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა