მენიუ

ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი - 100

2018 წლის 2 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
kutateli-mitropoliti-antoni-100-1

2018 წლის 2 ნოემბერს ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ.

ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ისაუბრა მიტროპოლიტ ანტონის განსაკუთრებულ ღვაწლზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა, აღნიშნულით დაინტერესებისთვის მადლობა მოახსენა და წარმატებები უსურვა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარემ, მამა კონსტანტინე გიორგაძემ.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსგნენ ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების დოქტორანტები: ირაკლი ლორთქიფანიძე - მკვლელობა თუ გარდაცვალება?! ანტონ ქუთათელი; ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - მიტროპოლიტ ანტონის მოღვაწეობა ქუთაისის კათედრაზე.

დასასრულს საინტერესო მოხსენებების წარმოდგენისთვის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა