მენიუ

ქ. თბილისის 140-ე სკოლის მოსწავლეები სანგუს ესტუმრნენ

ქ. თბილისის 140-ე სკოლის მოსწავლეები სანგუს ფიზიკის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ პრაქტიკულ და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

ქ. თბილისის 140-ე სკოლის მოსწავლეები სანგუს ესტუმრნენ

ქ. თბილისის 140-ე სკოლის მოსწავლეები სანგუს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პრაქტიკულ და შემეცნებით აქტივობებში, რომლებიც უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში გაიმართა პროფესორ მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეები დაესწრნენ სადემონსტრაციო ცდებს, თავად ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ეტაპობრივად დააკვირდნენ პროცესებს და დამოუკიდებლად შეაფასეს მიღებული შედეგები.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სანგუს ინფრასტრუქტურას და საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც მათ დაეხმარება მომავალი პროფესიული და აკადემიური არჩევანის უკეთ გააზრებაში.

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა