მენიუ

შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან

შეხვედრაზე მწერალმა SANGU-ს სტუდენტებს საკუთარი შემოქმედება გააცნო და წიგნიერების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა

2022 წლის 15 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან.

შეხვედრაზე მწერალმა SANGU-ს სტუდენტებს საკუთარი შემოქმედება გააცნო, წიგნიერების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდებს პიროვნული ზრდისთვის წიგნის კითხვის ყოველდღიურ ქცევაში დანერგვა ურჩია. საინტერესო იყო იმ ისტორიების მოსმენა, რომლებმაც ავტორის თითოეული წიგნის შექმნა განაპირობა.

დათო ტურაშვილმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და მის წიგნებზე საჩუქრად სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვა.

სტუმარს საჩუქრად გადაეცა SANGU-ს ბრენდირებული საჩუქრები და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ღვინო „ბოდბის მარანი“.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა