14 წლის წინ ამ დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
თავიდანვე, უნივერსიტეტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო განათლების მიღების ახალი კერა, რომელიც დაიცავდა ქართული მეცნიერების თუ ისტორიის ტრადიციებს და ამავდროულად ახალგაზრდებს თანამედროვე, დასავლური სტანდარტის შესაბამის განათლებას მისცემდა. უნივერსიტეტი დღესაც ამ ღირებულებებზე დგას და ამის მაგალითია ის უმნიშვნელოვანესი, საერთაშორისო პროგრამები, რომელიც SANGU-ში ინერგება.
მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის განვითარებაში და გპირდებით, რომ ზრდას და საუკეთესო გარემოს შექმნაზე ზრუნვას, არასდროს შევაჩერებთ.