მენიუ

ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ზურაბ ფოჩხუა ჩაატარებს მასტერკლასს "ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში".

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორი), საჰაერო უნივერსიტეტის ომის კოლეჯის (მონტგომერი, ალაბამა, აშშ) კურსდამთავრებული ზურაბ ფოჩხუა ჩაატარებს მასტერკლასს "ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში".
მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება:

  • ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში;
  • ლიდერის ფორმირების მნიშვნელოვანი ფაქტორები;
  • 21-ე საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების ობიექტური და სუბიექტური პირობები;
  • ავღანეთის ოპერაცია (Freedom's Sentinel) ;
  • ოპერაცია “Iraqi Freedom” ;
  • 21-ე საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების სუბიექტური და ობიექტური პირობები.

მასტერკლასი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოეწყობა ვორქშოფი. სტუდენტებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასში გადაეცემათ სერტიფიკატები.

მასტერკლასზე დასასწრებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაციის გავლა: https://forms.gle/ng6vxfft2qTwGW7M9

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა