საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის უცხოურიდან ქართულ და ქართულიდან უცხო ენებზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
- პროზის ქართული თარგმანი
- პოეზიის ქართული თარგმანი
- სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი
- ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება;
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და დოქტორანტებს ( 35 წლამდე)
- დიასპორის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი
- საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ შეუძლიათ თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ მეილზე info@president.gov.ge თანდართული სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
კონკურსის ეტაპები:
- უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ოთხივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს კანდიდატებს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
- საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ.
კონკურსის ვადები:
- კონკურსი ცხადდება 2023 წლის 1 მარტს.
- საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების და საბუთებისუნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს 2022 წლის 15 დეკემბრამდე.
- გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 2023 წლის მიწურულს ორბელიანების სასახლეში
საკონტაქტო ინფორმაცია:
კოორდინატორი: ირინე შენგელია - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში
ელექტრონული მისამართი: info@president.gov.ge
სატელეფონო ნომერი: (+995) 599 147 168