კომპიუტინგის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის ორ აკადემიურ თანამდებობაზე.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 18 და 19 აპრილს, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2023 წლის 21 აპრილიდან, შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 5 მაისისა.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
- სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
- ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
- სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
- სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:
- აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:
- საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
- სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
- საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;(წარმოდგენილი ფორმით)
- ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ამობეჭდილი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა - ელექტრონული და ამობეჭდილი(წარმოდგენილი ფორმით)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
- სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
- კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
- შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სამოტივაციო წერილი;
- სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
- სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
- შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 3 წელი) ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
- ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
მიმაგრებული დოკუმენტები: