15 წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ახალი, თუმცა ძველი, ტრადიციული, ქართული სააზროვნო გზის გამგრძელებელი საგანმანათლებლო კერა, რომელმაც ღირებულებათა გადაფასების თანამედროვე ეპოქაში სულიერებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება, რწმენისა და ცოდნის სინთეზი დაისახა მიზნად.
ამ დროიდან დღემდე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც მეგობრული და სიყვარულით გაჯერებული ატმოსფეროა, უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურზე ხარისხიან ცოდნას აწვდიან სტუდენტებს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები.
დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტმა, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული პროფესიონალების არაერთი თაობა გამოუშვა.
ყველა თაობის SANGU-ელს ვულოცავთ მშობლიური უნივერსიტეტის იუბილეს!