წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში არსებული აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2024-2025 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე 9 სასწავლო საგანში:
ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება გამორჩეულია სწავლების მაღალი დონით, რეგულარული ტესტირებებით, მიღებული შედეგების დეტალური ანალიზით, აბიტურიენტების პედაგოგებთან შემოქმედებითი ურთიერთობით, კეთილმყოფელი სამუშაო გარემოთი, რაც ყოველთვის განაპირობებს მაღალ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში. სწავლებას ეთმობა 30 სასწავლო კვირა. თითოეულ საგანში მეცადინეობები ორ-ორსაათიანია და ისინი ჩატარდება კვირაში ორჯერ. თითოეულ საგანში სასწავლო ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 7 აბიტურიენტის მიღების პირობით.
ცენტრში მომზადებული აბიტურიენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ისარგებლებენ უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის 20%-იანი შეღავათით. ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში, არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები.
მოსამზადებელ ცენტრში სწავლის საფასური: ერთ საგანში სწავლის საფასურია 900 ლარი, ორი საგნის არჩევის შემთხვევაში თითოეულ საგანში - 800 ლარი, სამი და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში - 700 ლარი. თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც.
აბიტურიენტთა ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 21 ოქტომბრამდე.
ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე
საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 225 00 77;