ცხადდება რეგისტრაციის მეორე ეტაპი სამაგისტრო პროგრამებზე.
საბუთების მიღება იწარმოებს, როგორც ფიზიკურად ასევე ელექტრონულად: 16-19 სექტემბერი 10:30 საათიდან 17:00 საათამდე;
ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში საბუთები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: registration24@sangu.edu.ge
გამოცდა სპეციალობაში 24 სექტემბერი 11:00 სთ.
გამოცდა უცხო ენაში 24 სექტემბერი 14:00 სთ.
მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით)
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა (ნოტარიულად დამოწმებული) და დანართის ასლი, (2024 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა ვაჟებმა)
- ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით)
- ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე (ამობეჭდილი www.naec.ge-ის გვერდიდან)
- უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) მხოლოდ სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
- კონკურსანტის CV (მხოლოდ ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით) მხოლოდ ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
მიმაგრებული დოკუმენტები: