ცხადდება რიგგარეშე მობილობის ვაკანსიები იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით, მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში და იმ მობილობის მსურველებისათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება ამავე დაწესებულებაში.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- სამართალი - 50 ადგილი;
- საერთაშორისო ურთიერთობები - 20 ადგილი;
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება - 50 ადგილი;
- კომპიუტერული მეცნიერება - 50 ადგილი;
შენიშვნა: სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო: კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე - 2750 ლარს.
რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2024 წლის 27 სექტემბერი - 2 ოქტომბერი (შაბათ-კვირის გარდა, 17:30 საათამდე);
- აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება- 2024 წლის 28 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2024 წლის 4 ოქტომბერი;
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბერი.
რიგგარეშე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება;
- ანკეტა;
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.