ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსს.
კონკურსის სახელწოდება:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: UO GSP
კონკურსის მიზნები:
ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში;
ბ) ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება; ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიისა და სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ტრანსფორმაციების კვლევის შედეგების ინტეგრაცია საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;
გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების საფუძველზე თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება და მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.