11 ივნისს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლაში.
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში.
11 ივნისს სანგუში გაიმართა ვორკშოპი სტუდენტებისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებთან შესაბამის გამოყენებას მიეძღვნა.
16 ივნისს გაიმართება სემინარი, რომელიც მიეძღვნება საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის ძიების მეთოდებსა და სამეცნიერო კვლევებში ინფორმაციის ეფექტიან გამოყენებას.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა 12 ივნისს გამართავს სტუდენტურ ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.
9 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტთა ანგარიშის წარდგენა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორვატიაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ.