მენიუ

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთში

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორსემესტრიან სწავლას პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი)

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა და კვლევითი სტიპენდიები 2026

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორსემესტრიან სწავლას პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი), ასევე მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და ტრენინგებისა და სემინარების ვრცელ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისა და ექსპერტებისთვის.

დამატებით გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (KIRKLAND RESEARCH Scholarships 2026), რომელიც განკუთვნილია 45 წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 1 მარტი.

საკონკურსო პირობების, კრიტერიუმებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლეინ კირკლენდის სტიპენდიის პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kirkland.edu.pl

დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ელფოსტის მისამართია: kirkland@kirkland.edu.pl

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა