ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში” პროფესორის ერთ ვაკანტურ  აკადემიურ თანამდებობაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით (აფილირების პირობით).
	- კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2019  წლის 24  იანვრიდან  25 იანვრის  ჩათვლით, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-17:00
 
	- კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღების ვადა: 2019 წლის 28 იანვრიდან  1 თებერვლის  ჩათვლით
 
	- კონკურსის შედეგები გამოქვეყნების ვადა: 2019  წლის 4 თებერვლი
 
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
	- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
 
	- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება;
 
დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
	- სილაბუსი/სილაბუსები,  რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
 
	- სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
 
	- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
 
	- სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
 
დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:
	- საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
 
	- ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
 
	- ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/ უზრუნველყოფის გამოცდილება;
 
	- პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოლოგიაში;
 
	- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
 
	- საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება; 
 
	- საერთაშორისო კვლევითი საზოგადოების წევრობა/მონაწილეობა;
 
	- ინგლისური ენის ცოდნა მინუმუმ B2 დონეზე და ინგლისურ ენაზე ლექციების წაკითვის შესაძლებლობა.
 
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
	- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
 
	- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
 
	- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად
 
	- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 
	- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
 
	- ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
	- ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
 
	- კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით) და სასწავლო მასალები
 
	- შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
 
	- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამდასტურებელი ინფორმაცია;
 
	- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
 
	- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
 
მიმაგრებული დოკუმენტები: