2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
	- სამართალი  - 25 ადგილი
 
	- საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 20 ადგილი
 
	- ისტორია - 5 ადგილი
 
	- ქართული ფილოლოგია - 5 ადგილი 
 
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
	- სამართალი - 10 ადგილი
 
	- საჯარო მმართველობა - 10 ადგილი
 
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:   
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
	- ტურიზმის ბიზნესი - 15 ადგილი
 
	- ეკონომიკა - 15 ადგილი
 
	- ფსიქოლოგია  - 15 ადგილი
 
	- კომპიუტერული მეცნიერება - 15 ადგილი;
 
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
	- სოციალური განწყობის ფსიქოლოგია - 15 ადგილი
 
შენიშვნა: 
სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 
	- სამართალი - 2450 ლარს
 
	- საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს
 
2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
	- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  - 2019 წლის  4-11 თებერვალი
 
	- კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება -  2019 წლის 5-12 თებერვალი
 
	- სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2019 წლის 6-13 თებერვალი
 
	- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 2019 წლის 14 თებერვალი
 
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
	- განცხადება (ივსება ადგილზე);
 
	- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 
	- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
 
	- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
 
	- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
 
	- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
 
	- სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
 
	- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
მიმაგრებული დოკუმენტები:
	- ბრძანება 2-ს: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვაკანსიებისა და ადმინისტრირების ვადების განსაზღვრის შესახებ