ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისათვის ესეების კონკურსს თემაზე: "საქართველო გლობალიზებულ სამყაროში: ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივები, საფრთხეები და გამოწვევები". კონკურსის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. კონკურსი ასევე დაეხმარება საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები და პერსპექტივები გაიაზრონ ფართო პოლიტიკურ კონტექსტში.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშრისო ურთიერთობების სტუდენტებს.
რა საკითხებზე შეიძლება დაიწეროს ესე?
სტუდენტმა თავად უნდა შეძლოს იმ საკითხების და თემების იდენტიფიცირება, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ეხება ქვეყნის წინაშე არსებულ პერსპექტივებს, საფრთხეებს და გამოწვევებს გლობალიზებულ სამყაროში.
ვინ შეაფასებს ესეებს და შეფასების რა კრიტერიუმები იქნება გამოყენებული?
ესეებს შეაფასებს ქართული უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:
რა ტექნიკურ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესე?
ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ კრიტერიუმებს:
პრიზები:
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული: პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.
პირველ ადგილზე გასული სტუდენტი წმიდა ილია მართლის სახელობის დარბაზში ჩაატარებს პრეზენტაციას და დამსწრე აუდიტორიას გააცნობს საკუთარ ესეს.
ესეების ჩაბარების ბოლო ვადა:
ესეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მაისი, 18:00 საათი. ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: valerimodebadze@sangu.edu.ge