ცხადდება ღია კონკურსი:
- ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
- ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
კონკურსის გამოცხადების ვადები:
- კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 21 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
- კონკურსი ჩატარდეს (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 25 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2019 წლის 02 აპრილისა.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
- სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
- პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირებაში;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
- საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება;
- ინგლისური და გერმანული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- ინგლისურ და გერმანულ ენებზე ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა;
- უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში.
ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით:
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
- კვლევები პოლიტიკურ კონფლიქტებზე, მათი ანალიზი;
- სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში: „პატარა ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობებში“, „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია“, „პოლიტიკური იდეოლოგიები“.
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
- ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა ინგლისურ ენაზე.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
- კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
- შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
- ინგლისური და/ან გერმანული ენის (მოთხოვნის შესაბამისად) ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
- დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მიმაგრებული დოკუმენტები: