2019 წლის 20 მარტს, 13:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება საქარათველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების კონფერენცია თემაზე ,,ძველი ქართული სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა“.
კონფერენცია მიზანად ისახავს სტუდენტების დაახლოებას სამეცნიერო - კვლევით ცენტრთან და მომავალში ცენტრის კვლევით პროექტებში მათ მონაწილეობას.
კონფერენციასთან დაკავშირებით ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება რამდენიმე გამორჩეული ქართული ხელნაწერი: ვანის ოთხთავი (XII-XIIIსს) თამარ მეფის დაკვეთით კონსტანტინეპოლში გადაწერილი სახარება), მიქაელ მოდრეკილის იადგარი (X-ს შატბერში გადაწერილი ჰიმნოგრაფიული ხელნაწერი), კალის ლექციონარი ( X ს. ლიტურგიკული ხელნაწერი) თავაქარაშვილსეული ვეფხისტყაოსანი ლევან დადიანის დაკვეთით გადაწერილი XVII ს.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ცენტრში დაცული ხელნაწერი კოლექციის ვიდეოინსტალაციის ჩვენება.