საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში 2019
ქართული უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“-ს ორგანიზებით 5 მაისს, 10:00 საათზე, ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში.
ქართული უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“-ს ორგანიზებით 5 მაისს, 10:00 საათზე, ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში.
ჩემპიონატის მიზნებია:
ინფორმატიკაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების იდენტიფიკაცია და მათი სტიმულირება;
ინფორმატიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და მაღალი კლასების მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება, მოსწავლეებისთვის სწორი სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება;
სკოლებისა და უნივერსიტეტების გააქტიურება და სტიმულირება ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად.
ჩემპიონატს აქვს ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია და ორი ეტაპი:
5 მაისი - ონლაინ ტური, რომლის მიზანია დასკვნითი ტურისათვის მონაწილეების შერჩევა (geochampion.ge)
19 მაისი - დასკვნითი ტური დასწრებული შეჯიბრია და ჩატარდება ქართულ უნივერსიტეტში. დასკვნით ტურში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ ტურის გამარჯვებულები. დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით განისაზღვრება გამარჯვებულები და შედგება მათი დაჯილდოვების ცერემონია. ჩემპიონატი ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის ანალოგიური ფორმატით - ყოველ ტურში 3 ამოცანა და დრო - 5 სთ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, მოსწავლეებს და ნებისმიერი სხვა სტატუსის მქონე ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 21 წელი.
ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, 3 მაისის 18:00 საათამდე, დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე: geochampion.ge
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და აკადემიური წერის მოთხოვნებზე.
19 ივნისს გაიმართა აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა მოკლე პრეზენტაციები წარადგინეს და პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის ფარგლებში (კონკურსი №001/2026).
16 ივნისს გაიმართა სემინარი უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისთვის, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენებასა და კვლევით საქმიანობაში მათ მნიშვნელობას მიეძღვნა.
15 ივნისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა დოქტორანტებთან. შეხვედრა მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების თანამედროვე ტენდენციებსა და აქტუალურ საკითხების განხილვას სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური საქმიანობის პროცესში.
2026 წლის 12 ივნისს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის 1700 წლისთავს.