სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახური ქართულ უნივერსიტეტში 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ზრუნავს სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე, კერძოდ დამსაქმებლების მოძიებაზე და საინტერესო ვაკანსიების გავრცელებაზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების დასაქმებას.
დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად ვთავაზობთ სტუდენტებს ტრენინგებს, რომელიც ხელს უწყობს მათ ეფექტურ თვითპრეზენტაციას, რაც პირდაპირკავშირშია დასაქმებასთან.
ჩვენს ამბიციურ მიზანს წარმოადგენს, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ყველა სტუდენტი, თავისი სპეციალობის მიხედვით იყოს დასაქმებული.
პოზიცია: სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის მენეჯერი (სტაჟიორი)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 13 მაისი - 30 ივლისი
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების განხორციელება
- დამსაქმებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
- კვლევებში მონაწილეობის მიღება, კერძოდ მონაცემების შეყვანა “excel”-ის პროგრამაში
- კვლევის შედეგების ინტერპრეტაციაში ჩართვა
- ტრეინინგების მსვლელობის დროს ასისტირება
- სოციალურ ქსელებში და სტუდენტურ პორტალზე სიახლეების გავრცელება ვაკანსიებთან დაკავშირებით
- დასაქმების ფორუმის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
- განათლება: ბაკალავრი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სკოლის განათლება.
- გამოცდილება: არ არის აუცილებელი, მაგრამ გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
მოთხოვნები:
- კარგი კომუნიკაციის უნარი
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
- საქმიანობის კარგი დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ecxel, word, power point)
- ანალიტიკური აზროვნება
- პრეზენტაციის უნარის მქონე
- სიტუაციებთან ადაპტურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გამართული წერა
- კრეატიულობა
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- განვითარებაზე ორიენტირებული
- პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
გასაუბრების ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა, გაფილტვრა
- სატელეფონო გასაუბრება კანდიდატთან
- შეხვედრის დაგეგმვა
- გასაუბრება
გასათვალისწინებელი ინფორმაცია:
- 01/05/2019-ის ჩათვლით მოხდება რეზიუმეების მიღება (ფოტოსურათი აუცილებელად უნდა ჰქონდეს დართული). ყურადღება მიექცევა CV ფორმატს, შინაარს, ინფორმაციულობას. აქედან გამომდინარე, მოხდება სასურველი კანდიდატების არჩევა.
- არჩეულ კანდიდატებს შევეხმიანებით 05/05/2019 -ის ჩათვლით, თუ ამ თარიღებში არ შეგეხმიანეთ, ე.ი თქვენ სამწუხაროდ ვერ გაიარეთ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპი წარმატებით და აღარ დაელოდოთ ჩვენგან ზარს.
- არჩეულ კადრებს შევეხმიანებით და გასაუბრებაზე დავიბარებთ (თარიღზე და დროზე შევთანხმდებით).
- გასაუბრება ჩატარდება: 06/05/2019 - 08/05/2019-ის ჩათვლით.
- კანდიდატების შერჩევა დარსულდება 11/05/2019-ში.
- არჩეულ კანდიდატთან(„ებ“-თან) მოხდება დაკავშირება და 13/05/2019-ში გამოცხადდება ხდება სამსახურში.
- დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 3/05/2019 რიცხვამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careeroffice@sangu.edu.ge გთხოვთ, პოზიციის დასახელება მიუთითეთ მეილის სათაურში, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
თანდართული დოკუმენტები:
- ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის " კანცლერის ბრძანება N19-კ ქართულ უნივერსიტეტში სტაჟირების გამოცხადების შესახებ (ვრცლად)