2019 წლის 10 მაისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.
სხდომის გახსნა:
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
- საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)
მისალმებები:
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე
- აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა
მოხსენებები (რეგლამენტი - 10 წთ.):
- მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე) - “საქართველოს ზეციური მფარველნი და მათი ღვაწლის მნიშვნელობა”
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი - „საქართველო საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურის შემოქმედი“
- თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია - “დღესასწაული - ღმრთით გარდამოვლენილი მადლის, კურთხევის, განახლება”
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირი - „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წელი“
მონაწილეობს ანსამბლი “სახიობა”, ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე