2019 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში იაპონიის ელჩი, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე იაპონიის დიპლომატია.