მენიუ

კვირას, 9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესის და უნეტარესის ილია II სრულუფლებიანი წარმომადგენელის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესის და უნეტარესის ილია II სრულუფლებიანი წარმომადგენელის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის განცხადება:

"მოგეხსენებათ კვირას, 9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი. 

ტაძრის კურთხევა დაიწყება დილის 8 საათზე, ხოლო 10 საათზე საზეიმო წირვას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. 

ვისთვისაც ძვირფასია წმინდა ნინო და ვისაც აქვს სურვილი, ყველას - როგორც სასულიერო პირებს, ასევე საზოგადოების წევრებს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, მიიღონ მონაწილეობა ამ ისტორიულ მოვლენაში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ."

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა